31.12.14

Abandoned (Re)creation

Abandoned (re)creation (2011) არის ანდრეა კალინოვას (ხელოვანი) და მარტინ ზაიჩეკის (არქიტექტორი) თანამშრომლობითი ინიციატივა.

მათი სამუშაო დაკავშირებულია მე-20 საუკუნის არქიტექტურასთან, კერძოდ მიტოვებული და საფრთხეში მყოფი სივრცეების სახელოვნებო ინტერვენციებითა და პროტესტის ალტერნატიული ფორმებით შესაძლო დაცვასთან. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, შესაძლებელია თუ არა ხელოვნებისა და სახელოვნებო აქტივიზმის გზით ამ საკითხში რაიმე ცვლილების შეტანა.

Abandoned (re)creation მიზნად ისახავს „მიტოვებული“ არქიტექტურისადმი გაამახვილოს ადგილობრივი მოსახლეობისა და ფართო საზოგადოების ყურადღება, რასაც სახელოვნებო ინტერვენციებითა და ქალაქებში განთავსებული პროექტებით ახორციელებენ. თანამედროვე ხელოვნების გამოხატვის ფორმებით, ეს პროექტი ცდილობს აჩვენოს მოდერნიზმის არქიტექტურის საგანგაშო მდგომარეობა. ისინი ცდილობენ ხელი შეუწყონ მათ დაცვასა და შენარჩუნებას მომავალი თაობისათვის და ასევე, დააკავშირონ ხელოვნება და აქტივიზმი.  

პროექტი დაიწყო ტრენჩიანსკე ტეპლიჩეში (სლოვაკეთი), საკურორტო ქალაქში, სადაც მრავლად არის  მოდერნიზმის მიტოვებული შენობები, რომლებიც ჩეხი არქიტექტორების, ბოჰუსლავ ფუქსისა და იარომირ კრეჩარის მიერ იყო შექმნილი. Abandoned (re)creation სხვა საკურორტო ქალაქების თემაზეც განაგრძობს მუშაობასა და კვლევას, რათა წარმოაჩინოს მოდერნიზმის არქიტექტურის მდგომარეობა და ღორებულება.

ანდრეა და მარტინი გეოეარის რეზიდენციაში იმუშავებენ 2015 წლის იანვარსა და თებერვალში. 

პროექტი ხორციელდება K.A.I.R. - Košice Artist in Residence-თან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით. პროექტს, ასევე, მხარს უჭერს ECF STEP Beyond.

K.A.I.R.-ის შესახებ:

ევროპის კულტურის დედაქალაქის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია Košice 2013 ახორციელებს სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამას, სადაც მოწვეულნი არიან ხელოვანები მთელი მსოფლიოდან. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ჩვენს რეზიდენტებს, იმუშაონ კოშიცეში და განახორციელონ ადგილობრივი პროექტები, ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელოვანებთან და წარადგინონ მათი ნამუშევრები ადგილობრივი და ეროვნული პუბლიკისათვის.

რეზიდენციის სამი ძირითადი მიზანი:

- ხელი შეუწყოს მოწვეული ხელოვანების შემოქმედებით პრაქტიკას და მისცეს მათ შესაძლებლობა იმუშაონ ახალ გარემოში
- ხელი შეუწყოს კოშიცეს ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმოჩენას რეგიონსა და ქვეყანაში, დააკავშიროს რეზიდენტები ადგილობრივ ხელოვანებთან და ფართო საზოგადოებასთან.
- შექმნას გარემო, სადაც განვითარდება თანამედროვე ხელოვნების ინოვაციური საერთაშორისო პროექტები, სადაც ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი მონაწილეები.

--
Andrea Kalinová (visual artist) and Martin Zaiček (architect) collaborate from 2011 as initiative Abandoned (re)creation.

Their work deals with the issue of derelict, abandoned or endangered architecture of the 20th century (in particular with modernism of recreation object as spa, hotels, swimming pools and etc.) and its possible preservation by means of artistic interventions and alternative forms of protesting. They are trying to find an answer to the question whether art and art activism can achieve any change in this respect.

The aim of Abandoned (re)creation is to draw, revive and activate attention and interest of local residents as well as visitors to “abandoned” architecture by means of artistic interventions or projects situated directly in town. Using a language of contemporary art the project tries to reflect an alarming state of the local monuments of modern architecture. Furthermore it tries to contribute to their preservation for the next generations as well as connect art with activism.

This project started in Slovakia, in Trenčianske Teplice, a spa town with a rich appearance of abandoned modernist buildings from Czech architects: Bohuslav Fuchs and Jaromír Krejcar. Abandoned (re)creation will gradually spread into other spa towns, to research and map the condition and value of existing modernist architecture relics.

Andrea and Martin will spend two months (January and February 2015) at GeoAIR residency.

The residency is possible through the collaboration and support of K.A.I.R. - Košice Artist in Residence program. The residency is additionally supported by ECF STEP Beyond.

About K.A.I.R.

In the frame of European Capital of Culture the NGO Košice 2013 is running an international Artist-in-Residence-program for the artists from all over the world and out of all artistic disciplines and expressions. We give our residents the possibility to become a cultural pioneer and work in the inspire environment of Košice`s singular cultural surrounding to realize art projects, collaborate with the agile local art scene and present themselves to the local and national public.

We pursuit three main goals within the residency program:

- Support the creative energy of every invited artist and give her/him the chance to work in a new environment and to find (new) artistic ways of expression
- Stimulate the art scene in Košice, in the region and in whole Slovakia. Support the dialogue as well as the confrontation of the residency artists with local artists and the wide public.
- Create/strengthen a beneficial environment for the development of innovative and international contemporary art projects with international and local participants.









7.12.14

რიჩარდ ბაქსტორმი / Richard Baxstrom

ყოველდღიურობის რითმი: თბილისელი მიგრანტების ისტორიები / Rhythm of the Everyday: Tbilisi Migrant Stories

23.12.2014 - ფილმის საჯარო ჩვენება, ვარდების რევოლუციის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი / Public screening at Rose Revolution Square underground passage

ფოტოები / Photos

ფილმი / Film

--
რიჩარდ ბაქსტორმი არის ედინბურგის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის ლექტორი. ის არის ავტორი წიგნისა - Houses in Motion: The Experience of Place and the Problem of Belief in Urban Malaysia (Stanford University Press 2008). ასევე, ტოდ მეიერსთან ერთად ის გახლავთ თანარედაქტორი პუბლიკაციისა anthropologies (Creative Capitalism 2008), რომელიც შეეხება ხელოვნებისა და ანთროპოლოგიის კავშირით მიღებულ შედეგებს. როგორც ბალტიმორში არსებული სახელოვნებო კოლექტივის Creative Capitalism-ის წევრს (2005 წლიდან / დაარსებიდან), რიჩარდს მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში აშშ-ში, ნიდერლანდებსა და მალაიზიაში, ასევე, ის მუშაობდა სხვადასხვა დამოუკიდებელ ფილმებზე და იბეჭდება ისეთ ჟურნალებსა და პერიოდულ გამოცემებში, როგორებიცაა: Esse: arts + opinions, Parachute: revue d’art contemporain, Rue Descartes, and Off the Edge. მისი ბოლო დროის წიგნი (ტოდ მეიერსთან ერთად), Realizing the Witch: Science, Cinema, and the Mastery of the Invisible გამოიცემა 2015 წელს Fordham University Press-ის მიერ.

გეოეარმა, რიჩარდ ბაქსტრომთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი და ვორქშოპი ყოველდღიურობის რითმი: თბილისელი მიგრანტების ისტორიები."

არსებობს თუ არა საზღვარი სამეცნიერო და სახელოვნებო ნამუშევრებს შორის? სად და როგორ იკვეთებიან ისინი? რა კავშირია თანამედროვე ხელოვნებასა და ანთროპოლოგიას შორის? როგორ შეიძლება დავუკავშირდეთ ურბანული გარემოს ყოველდღიურობას, შესაბამის სოციალურ საკითხებს და მოვახდინოთ ამ ცოდნით ვიზუალური ენით გადმოცემა?

ეს პროექტის საწყისი კითხვები იყო. ინტერდისციპლინარული პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს ვორქშოპი შეიქმნა პროექტ „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები“-ს ფარგლებში. ვორქშოპის თემა შეეხებოდა თბილისის ურბანულ გარემოს, აქ მცხოვრებ „ახალ“ მიგრანტებს და ქალაქის შესაბამის რითმს, რიტუალებსა და ყოველდღიურობას. ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოღვაწე ხელოვანებმა და მკვლევარებმა. ორკვირიანი ინტენსიური სამუშაო მოიცავდა საკითხავ მასალას, თეორიულ დისკუსიებს, ფილმების ჩვენებებსა და განხილვებს, ასევე, საეველე სამუშაოს, ერთმანეთის სამუშაო პროცესის შეფასებასა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნას, რაც საბოლოო ნამუშევრას შეადგენს.


Richard Baxstrom is Lecturer in Social Anthropology at the University of Edinburgh. He is the author of Houses in Motion: The Experience of Place and the Problem of Belief in Urban Malaysia (Stanford University Press 2008). With Todd Meyers, he is also the co-editor of anthropologies (Creative Capitalism 2008), a volume devoted to the outcomes of the convergences existing between art and anthropology. A member of the Baltimore-based art collective Creative Capitalism since its founding in 2005, Baxstrom has participated in gallery shows in the USA, the Netherlands, and Malaysia, has worked in a variety of capacities in several independent films, and has published in a number of journals and periodicals, including Esse: arts + opinions, Parachute: revue d’art contemporain, Rue Descartes, and Off the Edge. Baxstrom's latest book (with Todd Meyers), Realizing the Witch: Science, Cinema, and the Mastery of the Invisible, will be published by Fordham University Press in 2015.

GeoAIR collaborated with Richard Baxstrom and implemented the project and the workshop "Rhythm of the Everyday: Tbilisi Migrant Stories." 

What are the boundaries, if any, between scientific and artistic works? Where and how do they intersect? What is the link between the practices of anthropology and contemporary art? How can we engage with the everyday of the urban environment, related social issues and communicate this knowledge through the visual?

These were some of the starting questions of the project. Thinking on the interdisciplinary practice, this workshop was conceptualized in the framework of “Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project. The theme of the workshop concerned the urban realm of Tbilisi, the “new” migrants living here and respective rhythm, rituals and everydayness of the city. Artists and researchers in Georgia participated in the workshop. Two weeks of intensive work included readings, theoretical debates, film screenings and discussions, as well as fieldwork, evaluation of each other’s work progress and the making of short films constituting to the final work.

რეზიდენცია არის ნაწილი პროექტისა “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები,” რომელიც ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

რიჩარდ ბაქსტრომის რეზიდენციას ფინანსურად მხარი დაუჭირა CEC ArtsLink-ი, Global Art Lab პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს Kettering Family Foundation.

The residency and project is part of the ‘Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories’ project supported by the Prince Claus Fund.

Richard Baxstrom’s residency project was supported by CEC ArtsLink as part of their Global Art Lab program with support from the Kettering Family Foundation.



26.11.14

მარიკე სპლინტი / Marike Splint

დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური / Dezerters Bazaar Soundwalk


Photo by Alex Perret

გეპატიჟებით დეზერტირების ბაზრის აუდიო ტურის პრეზენტაციაზე 

შაბათს, 29 ნოემბერს 2-დან 5 საათამდე. 
შეხვედრის ადგილი კაფე კაფკა.

აღმოაჩინე თბილისის ცნობილი ბაზარი საქართველოში პირველი აუდიო ტურის თანხლებით.

დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური თბილისის ცენტრალურ ბაზარში არსებული ხმოვანი გამოცდილებაა. ის ეფუძნება იმ მიგრანტთა ისტორიებს, ვინც აქ პროდუქტების საყიდლად მოდიან. ბაზარი საჯარო სივრცეა, სადაც მთელი ქალაქი ყოველდღიურად იკრიბება იმისათვის, რომ მათი კულტურისათვის დამახასიათებელი კერძების ინგრედიენტები შეიძინონ. ბაზრის ყოველდღიური აურზაურისა და საქმის კეთების პარალელურად, ეს აუდიო ტური მსმენელს ამოგზაურებს იმ პირად მოგონებებში, რაც აქ ადამიანების მიერ კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტების ყიდვას უკავშირდება.

დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური მისი ყოველდღიური ქმედებების, შენობებისა და სახეების უკან არსებულ ისტორიებს გაამხელს.

გეოეარის მიერ შექმნილი დეზერტირების ბაზრის აუდიო ტურის ქართული და ინგლისური ვერსიების ჩამოსატვირთად მიყევით ინსტრუქციას:

1. თავდაპირველად MP3 ფაილი (ინგლისური ან ქართული ვერსია) გადმოწერეთ კომპიუტერში და შემდეგ, გადაიტანეთ ტელეფონზე, MP3 ფლეიერზე ან ტაბლეტზე

2. გადმოწერეთ და/ან ამობეჭდეთ დეზერტირების ბაზრის აუდიო ტურის რუქა
3. ტელეფონით, MP3 ფლეიერით ან ტაბლეტით და ყურსასმენებით
 წადით კაფე კაფკასთან დეზერტირების ბაზრის მახლობლად.


დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური შექმნილია მარიკე სპლინტის მიერ გეოეართან თანამშრომლობით პროექტ “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების” ფარგლებში, ლექსო ჯანიაშვილის და CES განსაკუთრებული მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.



You are most welcome to join us for the launching of Dezerters Bazaar Soundwalk on 


Saturday, November 29th between 14:00-17:00. 
Meeting point at Caffca Café.


Rediscover Tbilisi’s famous market with the first ever soundwalk in Georgia.
Dezerters Bazaar Soundwalk is an interactive and immersive audio experience through the central market in Tbilisi, based on migrants’ stories who shop there. The market is the public space where the whole city comes together, every day, to find the ingredients for the recipes belonging to their culture. In the midst of all the hustle and bustle of the regular market activities, this soundwalk transports the listener to all kinds of intimate memories related to the dishes that people are buying their ingredients for. 

Dezerters Bazaar Soundwalk unveils the stories behind the everyday actions, the buildings and the faces of the market.

GeoAIR’s Dezerters Bazaar Soundwalk MP3 track in English and Georgian is available for download. Please, follow instructions:

1. Download the MP3 in English or Georgian first to your computer, and then transfer it to your phone, MP3 player or tablet. 

2. Download and/or print out the Dezerters Bazaar Soundwalk Map
3. With your phone, MP3 player or tablet, AND headphones go to Caffca Cafe at Dezerters Bazaar

Dezerters Bazaar Soundwalk is realized by Marike Splint in collaboration with GeoAIR + Archidrome in the framework of “Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project with generous support of Lexo Janiashvili and CES. 


Project is implemented with the financial support of the Prince Claus Fund.


---------

მარიკე სპლინტი არის ამსტერდამში მოღვაწე თეატრის რეჟისორი და მასწავლებელი, რომლის საქმიანობაც ხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო კუთხით. მისი პროფესიული გამოცდილება უკავშირდება როგორც კლასიკური სპექტაკლების გადააზრებას, ასევე, თანამშრომლობის საფუძველზე ახალი სცენარებისა და პერფორმანსების შექმნას. მარიკეს ყველაზე მეტად აინტერესებს ადგილსპეციფიური თეატრის თემა და საერთაშორისო თანამშრომლობა. 2011 წლიდან მოყოლებული, ის არის ევროპის წამყვანი ადგილსპეციფიური თეატრის ფესტივალის, Oerol-ის ერთ-ერთი რეზიდენტ-რეჟისორი. ასევე, ის არის Roma B.-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და ადგილობრივ თემთან ერთად მომუშავე თეატრალური სივრცის, Theaterstraat-ის დამფუძნებელი და წევრი. 2011-წლიდან, მარიკე წარმოადგენს ასოცირებულ ხელმძღვანელს TG Space-ში, სადაც პოსტ-ინდუსტრიულ სივრცეებთან დაკავშირებული კოლექტიური მეხსიერების შთაგონებით იქმნება ინტერაქტიული აპლიკაციები.

გეოეარის რეზიდენციაში მისი ყოფნის დროს, მარიკე იმუშავებს პროექტ „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების“ ფარგლებში და თბილისის ერთ-ერთ ბაზარში შექმნის ინტერაქტიულ ხმოვან ტურს. ბაზარი საჯარო სივრცეა, სადაც ყველანი მივდივართ იმ ინგრედიენტების საშოვნელად, რაც ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელ კერძებს სჭირდება. ბაზარი ყოველდღე არსებობს, მოვაჭრეები ერთსა და იმავე ადგილზე არიან. ყიდვა, ვაჭრობა, აწონა, გასინჯვა, ყნოსვა და შეგრძნება იქ ყოველდღიურად ხორციელდება. ამ ყველაფრის პარალელურად, მარიკე შექმნის გარემოს, სადაც სტუმარი იმოგზაურებს იმ პირად მოგონებებში, რაც კონკრეტულ კერძებსა და მათი ინგრედიენტების შეძენას უკავშირდება. ხმოვანი ტური ბაზრის ყოველდღიური ქმედებების უკან არსებულ ისტორიებს გაამხელს.

--

Marike Splint is a theatre director and educator, based in Amsterdam, working nationally and
internationally. Her experience ranges from re-imagining classic plays to collaborating on original scripts and creating devised performances. She has a strong interest in immersive site-specific theatre and international collaboration. Since 2011, she has been one of the resident directors of Oerol, Europe’s leading site-specific theatre festival. She is the artistic director of Roma B. and founding member of the Theaterstraat, a shared theatre space working together with the local community. Since 2011, she has also been associate director at TG Space, creating interactive apps in former industrial spaces inspired by the collective memory of that place.

During her residency stay at GeoAIR, Marike will work within the project “Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” and create an interactive sound walk through one of the markets in Tbilisi. The market is the public space where everyone comes together to find the ingredients for the recipes belonging to their culture. The market happens every day; the merchants are there every day at the same place; the same actions of buying, bargaining, weighing, tasting, smelling, feeling occur every day. In the midst of all this she will create an experience that transports the audience to all kinds of intimate memories related to the dishes that people are buying their ingredients for. The soundwalk will unveil the stories behind the everyday actions at the market.

მარიკე სპლინტის რეზიდენცია არის პროექტ “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების” ნაწილი, რომელიც ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.


Marike Splint’s residency is the part of the “Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project, implemented with the financial support of the Prince Claus Fund.



2.10.14

კარლი შმიტი / Carly Schmitt


ღონისძიებები თბილისში / Events in Tbilisi

#1 - 26.10.2014 

აქვს თუ არა ამერიკულ საკვებს უკეთესი გემო საქართველოში? / Does American food taste better in Georgia? @ ბუკიას ბაღი / Bukia Garden

#2 - 29.10.2014

რეცეპტების გაცვლა / Recipe Exchange @ ბაუჰაუსი / Bauhaus




კარლი შმიტი (აშშ) გახლავთ ხელოვანი და სახელოვნებო ინიციატივის Artist @ Large დამაარსებელი და პრეზიდენტი, რომლიც ფარგლებშიც ის ახორციელებს ფართომასშტაბიან საჯარო ხელოვნების პროექტებსა და თემური ჩართულობის სახელოვნებო ინიციატივებს. ბაკალავრის ხარისხი მას მიღებული აქვს მაკალისტერ კოლეჯიდან და სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი - ბაუჰაუსის უნივერსიტეტიდან (ვაიმარი, გერმანია). კარლი გახლავთ “Alexander von Humboldt German Chancellor Fellowship”-ის მფლობელი და საკუთარი ნამუშევრები წარდგენილი აქვს გერმანულ სახლში (ნიუ-იორკი), Temporäre Kunsthalle (ბერლინი) და სხვადასხვა უნივერსიტეტებში აშშ-სა და ევროპის მასშტაბით. ის ყველაზე მეტად ცნობილია იმ ნამუშევრებით, სადაც სხვადასხვა სახელოვნებო მიდგომით შლის პირობით საზღვრებს ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის. თავისი საჯარო ნამუშევრებით ის ქმნის მოულოდნელ გარემოებებსა და უჩვეულო კონტექსტებს, რათა დააკავშიროს ცარიელი ადგილები, შექმნას ხიდები და შეკრიბოს ადამიანები. კარლის ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და აშშ-ში.

გეოეარის რეზიდენციაში მისი ყოფნის დროს, კარლიმ იმუშავა პროექტ “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების” ფარგლებში და შექმნა ნამუშევრები მის მიმდინარე პროექტში ARAS - The American Reputation Aid Society. ARAS გახლავთ ინტერაქტიული ინსტალაცია და საჯარო კულინარიული პერფორმანსი, რომელშიც გამოიყენება მოძრავი სამზარეულო / ქუჩის მოვაჭრის დახლი, როგორც კულტურათაშორისი დიალოგის პლატფორმა. ეს არის მიმდინარე საჯარო პერფორმანსი, რომლის ფარგლებშიც სატირულად განიხილება დახმარების ფონდის იდეა და გაიცემა საოჯახო წესით მომზადებული საუკეთესო “ამერიკული საკვები”. ამის საშუალებით ის იწვევს ადამიანებს, რათა ისაუბრონ საკვებზე, კულტურაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, პირად ისტორიებზე, ეროვნულ იდენტობასა და საერთაშორისო პოლიტიკაზე. ეს პროექტი, ასევე, ეხმაურება რამდენიმე ამერიკულ ტრადიციას, კერძოდ, ე.წ. “Bake Sales, Pancake Breakfasts, Community Pie Socials” და ასევე, ზოგჯერ იმ უზრუნველ დამოკიდებულებას, რომ “კარგი საკვებით ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი.”

Carly Schmitt (USA) is a public artist and artistic entrepreneur. Schmitt is the President, founder and CEO of Artist @ Large, a small art business under which she executes large-scale public art projects and curates various community-based artistic initiatives. She holds a B.A. from Macalester College, and a M.F.A from the Bauhaus University in Weimar Germany.  She is a recipient of the prestigious Alexander von Humboldt German Chancellor Fellowship, and has presented her work at the German House in New York City, the Temporäre Kunsthalle in Berlin, and at various universities throughout the United States and Europe. Schmitt is best known for her work that blurs the conventional boundary between art and life through a variety of artistic approaches. Her public artworks aims to span gaps, build bridges and bring people together through a system of unexpected circumstances and extraordinary contexts. Schmitt’s work can be encountered throughout Europe and the United States.

During her stay at GeoAIR residency, Carly worked within “Cooking Imagination: Tbilisi Migrant Stories” project and developed works under her ongoing project ARAS - The American Reputation Aid Society. ARAS is an interactive-installation and public-cooking-performance, which uses a mobile kitchen, street-vendor's cart, as platform for a meaningful inter-cultural conversation. ARAS is an ongoing public performances that, using the satirical personal of an aid foundation, distributes excellent examples of home-cooked „American food“ as an invitation for a conversation about food, culture, industrialization, personal histories, national identity and international policy. This project references the American tradition of Bake Sales, Pancake Breakfasts, Community Pie Socials, and the sometimes seemingly cavalier belief that “good food can fix anything.”

--
პროექტი “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები” ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

კარლი შმიტის რეზიდენციას ფინანსურად მხარს უჭერს CEC ArtsLink-ი, Global Art Lab პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს Kettering Family Foundation.

“Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project is implemented with the financial support of the Prince Claus Fund.

Carly Schmitt’s residency project is supported by CEC ArtsLink as part of their Global Art Lab program with support from the Kettering Family Foundation.



24.9.14

ჰამდი რედა / ჰოსამ ელოუანი / Hamdy Reda / Hossam Elouan


ჰამდი რედა არის თანამედროვე, ვიზუალური ხელოვანი  და კურატორი ეგვიპტიდან. ის ცხოვრობს და მუშაობს კაიროს ერთ-ერთ გარეუბანში. რედას ნამუშევრებისთვის მყარ საფუძველს წარმოადგენს მისი ექსპერიმენტები ფოტოგრაფიის ფორმით და მისი, როგორც ფერმწერის, გამოცდილება. 
რედას ნამუშევრები ეგვიპტესა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ბევრჯერ გამოფენილა, ის აღიარებულია და მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. იგი დაინტერესებულია როგორც ჩრდილო-სამხრეთული, ასევე  სამხრეთ-სამხრეთის ხელოვნების დიალოგებით. ეს აისახება მისი რეზიდენციებში ყოფნით და პერსონალური გამოფენებით ევროპაში, ასევე იმ ჯგუფურ გამოფენებში, რომლებშიც იგი ევროპელ და ადგილობრივ ხელოვანებთან ერთად იფინება. რედა იმედოვნებს კიდევ უფრო გააფართოვოს ეს დიალოგი, იმუშავოს უფრო მეტ ხელოვანთან ერთად, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური ხელოვანებით, არამედ მწერლებს, პოეტებს, რეჟისორებს და ფილოსოფოსებსაც მოიცავს. ჰამდი რედას გრძნობამ, რომ ის განსხვავებული იყო კაიროს მხატვრების ელიტური წრისგან, გადააწყვეტინა, შეექმნა artellewa-ს სივრცე, როგორც მისი სახელოვნებო თავშესაფარი. Artellewa  არის დამოუკიდებლი, პატარა სახელოვნებო სივრცე, რომელიც არდ ელ-ლევას, ჰამდი რედას უბნის მაცხოვრებლებს სთავაზობს სახელოვნებო სერვისებს.

///////////////////////////////////////////////////////////////

2008 წელს ჰოსამ ელოუანმა მიიღო მისი მაგისტრატურის დიპლომი კინოს სწავლის დარგში სან ფრანცისკოს უნივერსიტეტიდან, 2011 წელს კი მიიღო EAVE _ ევროპული აუდიოვიზუალური მეწარმეების_ დიპლომი საერთაშორისო კოპროდუქციის განხრით. ასევე გავლილი აქვს  პოსტ-პროდუქციის შესახებ EP2C- ვორქშოპი 2012 წელს.
ჰოსამ ელოუანმა დააარსა საკუთარი კომპანია Transit Films 2013 წელს.
ჰოსამ ელოუანის პროდუქციებს შორისაა (HAWI) 2010, ჰუბერტ ბოლსის ფონდის პოსტპროდუქციული გრანტი და საუკეთესო არაბული ფილმი დოჰა ტრიბეკას ფილმის ფესტივალზე, (ცხელი, მშრალი ზაფხულები) _ რობერტ ბოშის პრიზი ბერლინის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე (2014).
ჰოსამის ამჟამინდელ პროექტებს შორისაა ფილმები ვიზუალური ხელოვანებისა და რეჟისორების მიერ, როგორებიც არიან შერიფ ელბენდარი, ხალედ ჰაფესი, ჰალა ელკოუსი და ამარ ალ-ბეიკი.
ჰოსამ ელოუანი სევე ასწავლის კინოს განხრით. იგი ასწავლიდა ფილმის ისტორიას და თეორიას კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში (2008-2014), შუა აღმოსავლეთის კინოს წმინდა მერის უნივერსიტეტში (2006). იგი იყო მიწვეული სწავლული UCLA-ში (2003) და UC Davis-ში (2004). იგი არჩეული იყო ფულბრაითის სტიპენდიანტად 2003-2004-2005 წლებში.

/////////////////////////////////////////////////////////////

Hamdy Reda is a contemporary Egyptian visual artist and curator. He lives and works in one of the outskirts of Cairo. Mr Reda’s background as a painter as well as his experiments with photography forms a very solid artistic foundation for his artwork. Mr Reda's work has been exhibited at many venues inside Egypt as well as around the world, and he is a recipient of various artistic awards and recognitions. He is also interested in the North-South artistic dialogues, and South- South artistic dialogues. This is reflected in his residences and exhibitions in Europe and also in his joint exhibitions with European and local artists. Mr Reda hopes to expand his artistic dialogues to include more collaboration with visual artists, but also writers, poets, filmmakers, and philosophers. Hamdy Reda’s feelings as an alienated artist in the Cairo elitist artistic community made him establish artellewa as his artistic refuge. Artellewa is an independently run small art space that provides artistic services to the residents of Ard El-Lewa, which is the local neighbourhood of Mr Reda.

//////////////////////////////////////////////////////////////

In 2008, Hossam Elouan received his M.A. degree in Cinema Studies from San Francisco State University, and received a post graduate diploma in International coproduction from EAVE- — European Audiovisual Entrepreneurs-  in 2011 , and a post production training at EP2C Workshop in 2012.
Hossam Elouan founded his company Transit Films in 2013.
Among Hossam Elouan productions are (HAWI) 2010- Hubert Bals Fund postproduction grant, and Best Arab Film at Doha Tribeca Film Festival, (Dry Hot Summers)- Robert Bosch Foundation Prize at Berlin International Film Festival (2014)
Among Hossam's projects for development/pre-productions are films by visual artists and filmmakers such as Sherif Elbendary, Khaled Hafez, Hala Elkoussy and Ammar Al-Beik.
Hossam Elouan is also recognized as a film educator. He taught film history and theory at the American University in Cairo (2008-2014), Middle Eastern Cinema at Mount St. Mary's University (2006).He was a visitor scholar at UCLA (2003), and UC Davis (2004). He was also appointed as as a Fulbright Fellow in the years 2003-2004-2005.


4.9.14

Alte Schweden

გეოეარის რეზიდენციაში ყოფნის დროს, ჯგუფმა Alte Schweden-მა იმუშავა კვლევით პროექტზე ნიკოლოზ ლუტიძესთან ერთად. რეზიდენციის კვლევის შედეგები წარდგენილ იქნა CCA-თბილისში, რაც მოიცავდა მოგროვებული მასალის პრეზენტაციას და სპეციალური "თბილისის ნამცხვრის" მომზადებას. მათი თანამშრომლობითი ნამუშევარი წარმოდგენილი იქნება კალმარის ხელოვნების მუზეუმში (შვედეთი) ჯგუფური ინსტალაციის სახით.

During their stay at GeoAIR, artist group Alte Schweden  carried out a research project, together with Tbilisi-based artist Nikoloz Lutidze. The result of the stay was presented at CCA-Tbilisi, it included the material obtained during the residency in Tbilisi and special “Tbilisi Cake” making. Their collaborative work will result with a joint installation at Kalmar Konstmuseum in Sweden.

პრეზენტაცია / presentation @ CCA-Tbilisi, 29.09.2014 photos


Alte Schweden გახლავთ დამწყები ხელოვანთა ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წელს. ჯგუფის წევრები არიან იოაკიმ ჰანსონი (ფინეთი) და სებასტიან მიუგე (შვედეთი), ორივე გახლავთ უმეას (შვედეთის) სახვითი ხელოვნების აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებული. Alte Schweden მუშაობს ექსპერიმენტულ ინსტალაციურ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია პოსტრევოლუციურ კონტექსტში დამსწრეთა ჩართულობისაკენ. მათ ძირითადად აინტერესებთ იმის აღმოჩენა, თუ როგორ ხდება საზოგადოებებში იდენტურობის აღდგენა/მოპოვება და მომავლის ხედვების დასახვა. ყველა პროექტისათვის ისინი სათანამშრომლოდ ირჩევენ მოწვეულ ხელოვანს.

Alte Schweden-ის  ნამუშევრები ბოლო დროს გამოიფინა კალმარის ხელოვნების მუზეუმში (შვედეთი), Culture Factory Polymer-ში (ტალინი, ესტონეთი), Survival Kit-ის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (სიგულდა/რიგა, ლატვია), ასევე, პარნუს საქალაქო გალერეაში (ესტონეთი).

გეოეარის რეზიდენციაში მათი ყოფნის განმავლობაში, ჯგუფი Alte Schweden თბილისში მოღვაწე ხელოვან ნიკოლოზ ლუტიძესთან თანამშრომლობით განახორციელებს პროექტს. მათი მიზანია შექმნან მონაწილეობითი ნამუშევარი ქართული იდენტობის საკითხებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება თბილისის მკვიდრი სხვადასხვა ჯგუფების ყოველდღიურობაში და შესაბამისად იქნება გამოკვლეული. შედეგად ნამუშევრები სექტემბერში გამოიფინება თბილისში და ასევე, ოქტომბრის ბოლოს შვედეთში, კალმარის ხელოვნების მუზეუმში.

პროექტი ხორციელდება კალმარის ხელოვნების მუზეუმის - Kalmar Konstmuseum-თან თანამშრომლობით

რეზიდენციის პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს ECF STEP Beyond და Byggnads Culture Grant (administered by a Swedish construction workers union)

იოაკიმ ჰანსონი და სებასტიან მიუგე, ასევე, მადლობას უხდიან Arts Promotion Centre Finland-ს და Sparbanksstiftelsen Norr-ს პროექტის მომზადების პერიოდში გაწეული დახმარებისათვის.

--

Alte Schweden is an emerging artist group formed in 2012 consisting of Joakim Hansson (FI) and Sebastian Mügge (SE), both graduated from the Academy of Fine Arts in Umeå, SE at Masters level. Alte Schweden work with experimental installatorial projects with participatory aspects from the audience set in post-revolutionary societies. Their main focus usually lies on discovering how societies (re)gain identity and distinct visions of the future. For each project they choose to collaborate with an external artist.

Alte Schweden´s works have recently been exhibited at Kalmar Konstmuseum (SE), Culture Factory Polymer (Tallinn, EE), Survival Kit International Contemporary Art Festival (Sigulda/Riga, LV), as well as at Pärnu City Gallery (EE).

During their stay at GeoAIR, artist group Alte Schweden will carry out a project together with Tbilisi-based artist Nikoloz Lutidze. They aim to produce a participatory work concerning identity issues in Georgia, expressed and researched through daily life situations of different communities in Tbilisi. The result of the stay will be on display in Tbilisi in September and later, in October, also at Kalmar Konstmuseum, Sweden.

The project is carried out in collaboration with Kalmar Konstmuseum

Residency project is supported by ECF STEP Beyond and Byggnads Culture Grant (administered by a Swedish construction workers union)

Joakim Hansson and Sebastian Mügge would also like to thank Arts Promotion Centre Finland and Sparbanksstiftelsen Norr for their support during the preparatory period of this project.

















22.7.14

კრისტინა სემიონოვა და ოლგა ვასტრეცოვა / Kristina Semenova and Olga Vostretsova



კრისტინა სემიონოვა და ოლგა ვასტრეცოვა არიან ლაიფციგში (გერმანია) მოღვაწე კურატორები. ორივე სწავლობს ვიზუალური ხელოვნების აკადემიაში (Academy of Visual Arts) საკორატორო საქმეს, სამაგისტრო პროგრამაზე.

ოგლა ვასტრეცოვა მუშაობდა GfZk-ში (Gallery for Contemporary Art) სტიპენდიით, რომელიც განკუთვნილია ახალგაწრდა კურატორებისთვის აღმოსავლეთ ევროპიდან. იგი იყო კურატორი გამოფენებისა Drawing protest (GfZk), RESPECT. International Comics (ფესტივალი KomMissia, მოსკოვი), The Subjective Object – (Re) Appropriating Anthropological Images (GRASSI, ლაიპციგი).

2012 წ-დან კრისტინა სემიონოვა არის სახელოვნებო რაზიდენციის LIA-ს ( Leipzig International Art Programme) პროგრამის კოორდინატორი და კურატორი, რომელიც მდებაროებს Spinnerei-ში. იგი იყო კურატორი გამოფენებისა Sender (HKW, ბერლინი), Revisiting the Space (VCCA-Voronezh Center for Contemporary Art, რუსეთი), Figure Outing (Castle Machern). 2013 წ-ს ისინი ერთად კურირებდნენ Space LAB - ხელოვენთა რეზიდენიციას და გამოფენას, რომელიც დაკავშირებული იყო Spinnerei-ს ისტორიულ სივრცესთან.

ამ კოლაბორაციის შემდეგ მათ დააარსეს და ერთად უძღვებიან სახელოვნებო სივრცეს Бükü - კულტურის თარგმანითა ბიუროს. Бükü  არის ინტერდისციპლინარული პლატფორმა, ორინტირებული თანამედოვროვე ხელოვნებაში მოღვაწე ხელოვანების ხედვაზე და დებატებიზე ყოფილი საბჭოთა სივრციდან მთელი თავისი გავლენებით, განსხვავებებით და ურთიერთდამოკიდებულებით. ეს  არის როგორც, თანამედროვე ხელოვნების შექმნის და პრეზენტაციის სივრცე, ასევე განკუთვნილია თანამედროვე თეორიისა და პოლემიკისთვის, სადაც ხორციელდება დისკურსიული ღონისძიებები, სახელოვნებო რეზიდენციები და ეწყობა თანამედროვე ხელოვნების გამოფენები.


//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////



Kristina Semenova and Olga Vostretsova are curators based in Leipzig, Germany. Both are participants of postgraduate MA Curatorial Studies at Academy of Visual Arts.

Olga Vostretsova worked at GfZk- Gallery for Contemporary Art with the grant for young curators from Eastern Europe. She curated Drawing protest (GfZk), RESPECT. International Comics (Festival KomMissia, Moscow), The Subjective Object – (Re) Appropriating Anthropological Images (GRASSI, Leipzig).

Kristina Semenova is since 2012 program coordinator and curator of the artist’s residency LIA - Leipzig International Art Programme located in Spinnerei. She curated Returning to Sender (HKW, Berlin), Revisiting the Space (VCCA-Voronezh Center for Contemporary Art, Russia), Figure Outing (Castle Machern). Together they curated 2013 Space LAB - artist residency and exhibition dealing with historical space of Spinnerei. 

After this collaboration they have founded art space in Leipzig Бükü  - Office for cultural translations which they run together. Бükü is an interdisciplinary platform focusing on the contemporary artists’ positions and debate from post-Soviet area with all its influences, differences and interdependency. It is a place for production and presentation of contemporary art, as well as contemporary theory and polemics which are implemented by discursive events, artist residencies and curated exhibitions. www.buekue.eu

2.7.14

Partizaning















ილუსტრაცია: საშა კურმაზი, კიევი, 2013. “ხელს გიშლით მანქანა? გაუხვრიტე საბურავი.”
Illustration: Sasha Kurmaz, Kiev 2013. "Annoyed with a car (that blocks the passage)? Pierce the tire"

ახალი კოლექტივიზმი


მოსკოველი ხელოვანებისა და აქტივისტების ჯგუფი Partizaning  თბილისში ყოფნის დროს იმუშავებენ პროექტზე „აღმოაჩინე ელიავა“, რომლის ფარგლებშიც ჩაატარებენ კვლევას ელიავას ბაზრობაზე და შეეცდებიან ადგილობრივი თემის თანამონაწილეობის პრინციპზე დამყარებულ ღონისძიებებსა და ინტერვენცებში ჩართვას.

კოლექტივი ეპატიჟება ყველა ქუჩის ხელოვანს (street artists), ურბანისტს, აქტივისტსა და თბილისზე შეყვარებულ ადამიანს ლექციაზე, რომელიც ეძღვნება Partizaning-ის მოქმედების ტაქტიკასა და თბილისში მიმდინარე ურბანიზაციის შესახებ დისკუსიას.


04.07.2014
18:00

გიორგი ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი (თეატრალური დარბაზი)

Giorgi Leonidze State Literature Museum (Theater Hall)

მისამართი: ჭანტურიას ქ. 8 თბილისი
Address: 8 Chanturia St. Tbilisi 


Partizaning (ზმნა): საზოგადოებრივ სივრცეში ხელოვნების ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ურბანული და სოციალური რეალობების ფორმირებას, ხელახალ გამოგონებასა და სტრატეგიული გამოწვევების პროვოცირებას ახდენს.

Partizaning (ზმნა): საზოგადოებრივ სივრცეში ხელოვნების ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ურბანული და სოციალური რეალობების ფორმირებას, ხელახალ გამოგონებასა და სტრატეგიული გამოწვევების პროვოცირებას ახდენს.

Partizaning არის კოლექტივი, მოძრაობა და ვებგვერდი, რომელიც ახორციელებს ხელოვნებაზე დაფუძნებული აქტივიზმის, ინტერვენციებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე ურბანული დაგეგმარების ცვლილების მაგალითების დოკუმენტირებას. ჯგუფის აზრით, სულ უფრო ფართო არეალის მომცველი სოციო-პოლიტიკური რეალობისა და უკმაყოფილების შემთხვევების გააზრება ხელოვნებაზე დაფუძნებული “პარტიზანული” ტაქტიკის საშუალებითაა შესაძლებელი.

კოლექტივის მიზანია ქალაქის რეგენერაციასა და სოციალურ აქტივიზმში ხელოვნების, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტის როლის კვლევა, რაც ეფუძნება თანამედროვე რუსეთში არსებულ კულტურულ, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს. ის ახდენს მსოფლიოში არსებულ საჯარო სივრცეებში, ქალაქებისა და ადამიანების ურთიერთობებში ხელოვნების როლის დოკუმენტირებასა და ანალიზს.

პროექტში „აღმოაჩინე ელიავა“ გეოეარი თანამშრომლობს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიასთან. პროექტი ხორციელდება ინიციატივის GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში, ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.

ჯგუფის “Partizaning” რეზიდენციაში ყოფნას უზრუნველყოფენ ორგანიზაცია CEC ArtsLink და ფონდი Black Sea Trust for Regional Cooperation.

  partizaning_web-299x450

The New Collectivism

Moscow based art and activist group Partizaning will work on the project “Discover Eliava”. They will focus on research of Eliava market and will working on involving local community in creation of a participatory event/intervention.

Group invites all street artists, tactical urbanists, cycling activists and Tbilisi lovers to the lecture about Partizaning tactics and discussion about urbanization of Tbilisi.

Partizaning (v): public art practices, which strategically challenge, shape, and reinvent urban and social realities.

Partizaning is a movement, a collective, and a website. It documents examples of art-based activism, interventions, and urban replanning from around the world. Collective believes that increasingly shared sociopolitical realities and dissatisfaction can be strategically addressed using art-based 'partizaning' tactics. Aim of the group is to explore the role of art as a practical tool for inclusive city regeneration and social activism. It evolves out of the cultural, political and social crisis facing contemporary Russia.

Collective provides documentation and analysis of the role of art in reshaping public spaces, cities and human interactions – globally.

GeoAIR implements the project “Discover Eliava” in collaboration with the Culture and Management Lab. Project is realized in the frames of the GALA (Green Art Lab Alliance) initiative, which is supported by the Culture Program of the European Union.

The residency stay of Partizaning is supported by CEC ArtsLink and the Black Sea Trust for Regional Cooperation. 
With the support of the Culture Programme of the European Union



The residency stay of “Partizaning” is supported by CEC ArtsLink and the Black Sea Trust for Regional Cooperations.